ჟურნალისტი: "მესი მზადაა პსჟ-ში დარჩეს, მაგრამ მის მომავალზე შესაძლოა მბაპეს წასვლამ იმოქმედოს, ან შეიხების ინტრესის განელებამ"
ჟურნალისტი გილემ ბალაგე მესის „პსჟს-თან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.
არგენტინელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია.
„პრინციპული შეთანხმება კლუბთან მიღწეულია, დარჩა მხოლოდ ყველაფრის ფურცელზე გაფორმება და დამატებითი დეტალების შეთანხმება - ხელფასის, ხანგრძლივობის. მესი მზადაა მოუსმინოს და თუ პირობები მოეწონა, დათანხმდება.
როგორც ყოველთვის მგონია, რომ ყველაზე მთავარი იქნება ის, რამდენად კონკურენტუნარიანად დარჩება „პსჟ“. მის კონტრაქტზე შესაძლოა გავლენა იქონიოს კილიან მბაპეს წასვლამ, ყატარის მხრიდან ფეხბურთისადმი ინტერესის განელებამ, ან ფინანსური პრობლემების ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობამ.
ასევე, მისი პოზიცია შესაძლოა შეცვალოს, თუ კლუბი მის მინიმალურ ფინანსურ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.“, - აღნიშნა ბალაგემ.