ავტორიზაცია

რა შემთხვევაში მიიღებს მბაპე 100 მილიონ ევროს?

რა შემთხვევაში მიიღებს მბაპე 100 მილიონ ევროს?
თარიღი 09 მარ 2023, 14:22
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შესაძლოა ამ ზაფხულს მნიშვნელოვანი ფულადი ბონუსი მიიღოს, იტყობინება L'Equipe-ი.

წყაროს ცნობით, 24 წლის ფრანგის კონტრაქტი ერთგულების ბონუსს შეიცავს: თუ ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კლუბს არ დატოვებს, ის 100 მილიონ ევროს მიიღებს.

ასევე, თუ ის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, მბაპეს "პსჟ"-სთან კონტრაქტი ავტომატურად განახლდებოდა.

მიმდინარე სეზონში მბაპემ 31 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.