ავტორიზაცია

იუვენტუსი ზიდანთან მოლაპარაკებას ცდილობს

იუვენტუსი ზიდანთან მოლაპარაკებას ცდილობს
თარიღი 09 მარ 2023, 14:16
"იუვენტუსი" კვლავ ცდილობს ფრანგი ზინედინ ზიდანის გაფორმებას. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კლუბს სურს, რომ მან შეცვალოს მასიმილიანო ალეგრი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. დეტალები, თუ რას სთავაზობს "ბებერი ქალბატონი" ზიდანს, არ გავრცელებულა.

ზიდანი "იუვენტუსში" 1996 წლიდან 2001 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც მადრიდის "რეალში" გადავიდა და კარიერა სწორედ იქ დაასრულა.