ავტორიზაცია

კარაგერი: "მბაპემ პსჟ უნდა დატოვოს"

კარაგერი: "მბაპემ პსჟ უნდა დატოვოს"
თარიღი 09 მარ 2023, 14:11
"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა "პსჟ"-ს ფორვარდის კილიან მბაპეს შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში პარიზული გუნდი "ბაიერნთან" (0:2) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

„მბაპე უნდა წავიდეს. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის უნდა წავიდეს. პსჟ ძალიან შორს არის ჩემპიონთა ლიგის მოგებისგან. 

არ ვფიქრობ, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი უკეთესი იქნება, თუ პსჟ იგივე შემადგენლობას შეინარჩუნებს. რაც უფრო მალე წავა მბაპე მადრიდის რეალში, მით უკეთესი. ", - თქვა კარაგერმა.

24 წლის ფეხბურთელს "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.