ავტორიზაცია

ოსიმენის ტრანსფერით პსჟ და პრემიერ ლიგის სამი კლუბი ინტერესდება

ოსიმენის ტრანსფერით პსჟ და პრემიერ ლიგის სამი კლუბი ინტერესდება
თარიღი 14 Mar 2023, 12:49
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გაიყიდოს.

ნიგერიელი სერია A-ში ბომბარდირთა დავას ლიდერობს და მისი გუნდი სტაბილურად მიიწევს ჩემპიონობისკენ. 

24 წლის ფეხბურთელს ევროპული ფეხბურთის თითქმის ყველა გრანდს აინტერესებს, მაგრამ ყველაზე დიდ ინტერესს: "პარი სენ-ჟერმენი", მანჩესტერ "იუნაიტედი", "ჩელსი" და მანჩესტერ "სიტი", იჩენენ. 

ამის შესახებ ინსაიდერის ფლორიან პლეტენბერგის წერს. ტრანსფერის ღირებულება მინიმუმ 100 მილიონი ევრო იქნება.

ვიქტორ ოსიმჰენმა "ნაპოლის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 21 გოლი გაიტანა.