ავტორიზაცია

პსჟ-მ ვლაჰოვიჩის შესაძენად შეთავაზება გააკეთა და იუვენტუსისგან პასუხიც მიიღო

პსჟ-მ ვლაჰოვიჩის შესაძენად შეთავაზება გააკეთა და იუვენტუსისგან პასუხიც მიიღო
თარიღი 14 მარ 2023, 14:23
"პარი სენ-ჟერმენი" "იუვენტუსის" ცენტრფორვარდით დუშან ვლაოვიჩით არის დაინტერესებული. 

Goal.com-ის ცნობით, "ბებერმა ქალბატონმა" სერბის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზება პარიზული გუნდისგან მიიღო, თუმცა უარით გაისტუმრა.

საფრანგეთის ჩემპიონი მზად იყო თავდამსხმელის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტურინელებმა ეს თანხა არასაკმარისად მიიჩნიეს.

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ვლახოვიჩის გაყიდვიდან მინიმუმ 80 მილიონი ევროს მოგებას ელის.

23 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.