კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
სერია A-ს 26 ტურის მატჩში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლემაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
Sofscore-მა ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც 8.0 შეფასებით ქართველი გარემარბიც მოხვდა.