ავტორიზაცია

ჰოლანდის პენტა-ტრიკს ლინეკერი გამოეხმაურა

ჰოლანდის პენტა-ტრიკს ლინეკერი გამოეხმაურა
თარიღი 15 მარ 2023, 11:50
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა მანჩესტერ "სიტის" თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის  გამაშზე კომენტარი გააკეთა.

„ქალაქელებმა“ 7:0 მოიგეს, ნორვეგიელმა კი ხუთი გოლი გაიტანა.

"მეჩვენება, რომ რაღაც არის ამ ბიჭში", - დაწერა ლინეკერმა თავის სოციალურ ქსელში.

მანჩესტერ "სიტიმ" "ლაიფციგი" ორი მატჩის ჯამში 8-1 დაამარცხა. პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.