ავტორიზაცია

კლოპი რეალთან მატჩზე: "თუ 1%-იანი შანსიც კი არის, მსურს ვცადო"

კლოპი რეალთან მატჩზე: "თუ 1%-იანი შანსიც კი არის, მსურს ვცადო"
თარიღი 15 Mar 2023, 13:16
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე მადრიდის "რეალთან" საპასუხო მატჩის წინ თავისი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებზე ისაუბრა. 

პირველ შეხვედრაში "მერსისაიდნელებმა" საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ (2:5).

"სამი კვირის წინ ვთქვი, რომ რეალი უკვე მეოთხედფინალში გავიდა. ახლა, სამი კვირის შემდეგ, აქ ვართ. 

თუ ჩვენი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ერთი პროცენტიც კი არის, მინდა ვცადო. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვითამაშოთ ძალიან ძლიერ მეტოქეს და შევეცადოთ მოვიგოთ. “, - განაცხდა კლოპმა.