ავტორიზაცია

კარლო ანჩელოტის გერმანელი მწვრთნელი შეცვლის?

კარლო ანჩელოტის გერმანელი მწვრთნელი შეცვლის?
თარიღი 15 მარ 2023, 14:48
მადრიდის "რეალი" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იტალიელი სპეციალისტის კარლო ანჩელოტის გასაშვებლად ემზადება.

Sport Bild-ის ცნობით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია "პსჟ"-სა და "ჩელსის" ყოფილი მწვრთნელის თომას ტუხელის მიწვევით.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუხელმა ესპანურის სწავლა დაიწყო. 

მადრიდის "რეალმა" შესაძლოა ანჩელოტის დაშორდეს თუ გუნდი ტიტულის გარეშე დარჩება. 63 წლის იტალიელს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.