მესიმ საუდის არაბეთიდან საოცარი შეთავაზება მიიღო

საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ უკვე ლიონალ მესის ხილვა სურთ.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის პორტუგალიელი ადგილობრივ "ალ-ნასრში" 2023 წლის იანვრიდან თამაშობს.
Marca-ს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელს შეუძლია "ალ-იტაჰადის" რიგებში ითამაშოს.
Marca-ს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელს შეუძლია "ალ-იტაჰადის" რიგებში ითამაშოს.
კლუბი მესის საოცარ კონტრაქტს სთავაზობს: წლიური ხელფასით 220 მილიონი ევრო. სამუშაო ხელშეკრულება მხოლოდ ერთ სეზონზე იქნება გათვლილი.
ლიონელი ამჟამად "პსჟ"-ს ფეხბურთელია. არგენტინელ თავდამსხმელს პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
ლიონელი ამჟამად "პსჟ"-ს ფეხბურთელია. არგენტინელ თავდამსხმელს პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ეწურება.