Transfermarkt-მა ფასები განაახლა: ლობჟანიძის ღირებულება შემცირდა, ბერიძე პროგრესირებს
Transfermarkt-მა თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა ფასები განაახლა.
ცვლილება თურქეთში მოთამაშე ორივე ქართველ ფეხბურთელს შეეხო.
"კარაგუმრუკის" ახალწვეულის საბა ლობჟანიძის ფასი 300 000-ით შემცირდა და 3.0 მილიონ ევროს შეადგენს.
რაც შეეხება ბერიძეს, "ანკარაგუჩუს" გარემარბის სატრანაფერო ღირებულება გაორმაგდა და ამჟამად 2 მილიონ ევროს შეადგენს.