ისტორიაში პირველად: ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "აინტრახტი" 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.
ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო და რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ყველა მომენტში "აინტრახტის" მეკარემ კევინ ტრაპმა აჯობა. ქართველი 74ე წუთზე ელიფ ელმასმა შეცვალა.
შეხვედრაში ანგარიში 45+2 წუთზე ოსიმენმა გახსნა. ნიგერიელმა 53-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. 64-ე წუთზე ზიელინსკიმ პენალტი მოიპოვა და თავად გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო და რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ყველა მომენტში "აინტრახტის" მეკარემ კევინ ტრაპმა აჯობა. ქართველი 74ე წუთზე ელიფ ელმასმა შეცვალა.
მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა პარასკევს გაიმართება.