17 წლის განმავლობაში პირველად: მეოთხედფინალში სამი იტალიური კლუბი ითამაშებს

სერია A-ს სამმა წარმომადგენელმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი წარმატებით დაძლია.
"მილანმა" ინგლისური "ტოტენჰემი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0). იგივე უპირატესობით "ინტერმა" "პორტოს" აჯობა. "ნაპოლიმ" კი გერმანული "აინტრახტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა - 5:0.
"მილანმა" ინგლისური "ტოტენჰემი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0). იგივე უპირატესობით "ინტერმა" "პორტოს" აჯობა. "ნაპოლიმ" კი გერმანული "აინტრახტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა - 5:0.
ამგვარად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე იტალიის სამი წარმომადგენელი ითამაშებს. ეს ყველაფერი კი 2005/06 წლების სეზონის შემდეგ პირველად ხდება.
მაშინ საუკეთესო რვა გუნდში "ინტერი", "მილანი" და "იუვენტუსი" იყვენენ.
სერია A-ს გუნდების მომავალ მეტოქეებს მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაარკვევს.
სერია A-ს გუნდების მომავალ მეტოქეებს მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაარკვევს.