ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 33-ე გოლი გაიტანა - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩში "ლივერპულის" წინააღმდეგ ერთადერთი გოლი გაიტანა.
Opta-ს ცნობით, ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე 33-ე გოლი გაიტანა - ისტორიაში მესამე ყველაზე მეტი.
რეიტინგში უფრო მაღლა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ (67) და ლიონელ მესი (49) არიან, რომლებიც მიმდინარე გათამაშებაში გატანას ვერ შეძლებენ.