სპალეტი გვარდიოლას სიტყვებზე: "არ მომწონს სხვებზე ზეწოლის მოხდენის ეს ხრიკები"
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "აინტრახტი" 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.
შეხვედრაში ანგარიში 45+2 წუთზე ოსიმენმა გახსნა. ნიგერიელმა 53-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. 64-ე წუთზე ზიელინსკიმ პენალტი მოიპოვა და თავად გაიტანა.
შეხვედრაში ანგარიში 45+2 წუთზე ოსიმენმა გახსნა. ნიგერიელმა 53-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. 64-ე წუთზე ზიელინსკიმ პენალტი მოიპოვა და თავად გაიტანა.
"ეს ისტორიული შედეგია კლუბისთვის და ჩვენი ფანებისთვის. ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, რაც დავგეგმეთ, არაფერი დავთმეთ.
თუ ისტორიაში არასდროს ვიყავით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასული და ახლა ეს შევძელით, ეს ნიშნავს, რომ დიდებული და დამსახურებული შედეგია.
გვარდიოლას განაცხადა, რომ ევროპაში საუკეთესო გუნდი ვართ? ამით ნამდვილად არ ვამაყობ და არ მომწონს სხვებზე ზეწოლის მოხდენის ეს ხრიკები. ყველამ იცის, კომპლიმენტები იმისთვის გამოიყენება, რომ ვიღაც ცაში ავიდეს და შემდეგ ძირს დაენარცხოს.
ნაპოლი წინ ვერ დაუდგება ისეთ კლუბს, როგორიც მანჩესტერ სიტია, რომელიც შემადგენლობის დასაკომპლექტებლად 90 მილიონს ხარჯავს, ჩვენ კი 9 მილიონს. ",- თქვა სპლეტიმ.