მესიმ პსჟ-ს ორი მოთხოვნა წაუყენა
"პსჟ"-ს თავდამსხმელი ლიონელ მესი მზადაა პარიზულ კლუბში დარჩეს, თუ კლუბის ხელმძღვანელობა მის მოთხოვნებს შეასრულებს. ამის შესახებ Marca იტყობინება.
წყაროს ცნობით, 35 წლის არგენტინელი მზადაა ფრანგულ გუნდში თამაში განაგრძოს, თუ გუნდის სათავეში მოქმედი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე დარჩება. მესის ასევე სურს კლუბის გაძლიერება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში.
ლიონელს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში მესიმ პარიზელთა შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.