ავტორიზაცია

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიასა და ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიასა და ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა
თარიღი 16 მარ 2023, 17:50
კრიშტიანო ჯუნტოლიმ, რომელიც "ნაპოლის" სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

„კვარაცხელიასთან და ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივება? გრძელვადიანი კონტრაქტი აქვთ, არ გვეჩქარება. მოდით ამაზე ზაფხულში ვიფიქროთ. ", - თქვა ჯუნტოლიმ.

ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ხოლო ვიქტორ ოსიმენს - 2025 წლის ზაფხულამდე.

"ნაპოლი" სერია A-ს 68 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 18 ქულით უსწრებს. ნეაპოლელებს 1990 წლის შემდეგ პირველად შეუძლიათ ჩემპიონები გახდნენ.