ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ზაფხულში არჩევანს ბელინგემსა და გვარდიოლს შორის გააკეთებს

მადრიდის რეალი ზაფხულში არჩევანს ბელინგემსა და გვარდიოლს შორის გააკეთებს
თარიღი 16 მარ 2023, 18:25
მადრიდის "რეალი" ბუნდესლიგის ორი ფეხბურთელით არის დაინტერესებული: ესენი დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი და "ლაიფციგის" მცველი იოშკო გვარდიოლი არიან, იტყობინება Bild.

ამავდროულად, მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ერთი ასეთი ფეხბურთელის შეძენა შეუძლია.

15 მარტს მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში "ლივერპული" დაამარცხა (1:0) და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ესპანეთის ლა ლიგაში კარლო ანჩელოტის გუნდი 25 ტურის შემდეგ 56 ქულით მეორე ადგილზეა. "ბარსელონადან" ჩამორჩენა კი 9 ქულაა.