ავტორიზაცია

ბარსელონა ზაფხულში ფულს მხოლოდ ორი პოზიციის ფეხბურთელებში გადაიხდის, დანარჩენი - თავისუფალი აგენტები

ბარსელონა ზაფხულში ფულს მხოლოდ ორი პოზიციის ფეხბურთელებში გადაიხდის, დანარჩენი - თავისუფალი აგენტები
თარიღი 16 Mar 2023, 22:07
მომავალ ზაფხულს „ბარსელონა“ ფინანსური პრობლემების გამო თავისუფალი აგენტების დაპატიჟებას მიეძალება.

AS-ის ინფორმაციით, ზაფხულში კატალონიური კლუბი ფულის დახარჯვას მხოლოდ მარჯვენა მცველის და ცენტრფორვარდის ტრანსფერებში აპირებს, დანარჩენი ნამატი კი თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება.

ამჟამად, კლუბი უფასოდ ილკაი გუნდოგანის (სიტი) და ინიგო მარტინესის (ბილბაო) დაპატიჟებაზე მუშაობს.