ავტორიზაცია

ბარსელონას და ინტერის წარმომადგენლების შეხვედრაზე 4 ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერი იქნა განხილული

ბარსელონას და ინტერის წარმომადგენლების შეხვედრაზე 4 ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერი იქნა განხილული
თარიღი 16 მარ 2023, 23:42
„ბარსელონას“ და „ინტერის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და პოტენციური ტრანსფერები განიხილეს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, პორტუგალიაში ჟოან ლაპორტა და მატეუ ალემანი ბეპე მაროტასა და პიერო აუზილიოს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შედგა „ინტერის“ ჟორდი ალბას, სამუელ უმტიტის და ფრანკ კესიეს ტრანსფერებით დაინტერესებაზე.

თავის მხრივ, „ბარსელონას“ მარსელო ბროზოვიჩი აინტერესებს და არ არის გამორიცხული, კოტდიუვარელი და ხორვატი ნახევარმცველების გაცვლა ვიხილოთ.

ალბას შემთხვევაში, „ინტერს“ იმედი აქვს, რომ კატალონიელები ფეხბურთელს ზაფხულში უფასოდ შეელევიან. ისევე, როგორც უმტიტის, რომელიც ამ სეზონს „ლეჩეში“ იჯარით ატარებს.