ავტორიზაცია

"რაღაც ახალს ვისურვებდით", - კურუამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრაზე ისაუბრა

"რაღაც ახალს ვისურვებდით", - კურუამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრაზე ისაუბრა
თარიღი 17 Mar 2023, 00:02
ტიბო კურტუა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსისთან“ და „სიტისთან“ შეხვედრას არ ისურვებდა.

ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა ხვალ, 17 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

„რაღაც ახალს ვისურვებდით. გასულ წელს „ჩელსის“ და „მან სიტის“ უკვე ვესაუბრეთ. ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა წელს სხვა გუნდებთან დაპირისპირება.

ჰოლანდი ძალიან ძლიერია, მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი. მაგრამ, გასულ წელს ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ხასიათის დამსახურებით ქამბექების შესრულება შეგვიძლია და პატივისცემას ვიმსახურებთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ „რეალი“ სულ ახლოსაა.“, - აღნიშნა ტიბომ.