ილქაი გიუნდოგანს ბარსელონაში გადასვლა სურს
გერმანელმა ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა მანჩესტერ "სიტიდან" კატალონიურ "ბარსელონაში" წასვლა გადაწყვიტა.
"ბლაუგრანას" ბანაკში გადასვლის მიზნით, 32 წლის ნახევარმცველი მზადაა ხელფასების შემცირებისთვის, იუწყება AS.
წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა ილქაის სამწლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. გიუნდოგანი შესაძლოა "ბარსელონას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს, გერმანელს მანჩესტერ "სიტისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.