ავტორიზაცია

ლუჩიანო სპალეტი: "მოვისმინე შეფასებები და ჩვენთვის კარგ წილისყრაზე, მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები საუბრობენ"

ლუჩიანო სპალეტი: "მოვისმინე შეფასებები და ჩვენთვის კარგ წილისყრაზე, მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები საუბრობენ"
თარიღი 17 Mar 2023, 18:47
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მეოთხედფინალურ ეტაპზე "მილანს" დაუპირისპირდება.

ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი წილისყრის შესახებ მოსაზრება დააფიქსირა. 

"მერჩივნა, იტალიურ გუნდს არ შევხვედროდით. უკვე მოვისმინე შეფასებები და მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები საუბრობენ ჩვენთვის კარგ წილისყრაზე, რადგან ჩემპიონთა ლიგა მილანის სახლია.

როსონერიმ ეს ტურნირი 7-ჯერ მოიგო და ამ მაჩვენებლით მე-2 ადგილზე არიან რეალის შემდეგ. საკმარისია იმის თქმა, რომ მილანის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ეს ტურნირი 5-ჯერ მოიგო. 

ბოლო დღეებში წავიკითხე, რომ მანჩესტერ სიტის, პსჟ-ს და მსგავს გუნდებს უჭირთ ბოლომდე გასვლა, რადგან არ აქვთ საერთაშორისო გამოცდილება. თუ ეს სიმართლეა, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია. ",- თქვა სპალეტი.