მესის არ სურს, ხელფასით მბაპეს ასე ძალიან ჩამორჩებოდეს - კლუბს კი ყველაფრის ფასად მისი შენარჩუნება არ უნდა
„პსჟ“ და ლეო მესი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ჯერ ვერ აღწევენ.
RMC Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ამ დრომდე მათ ვერანაირ საკითხში ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, მათ შორის - ვერც ფინანსურში.
თანამშრომლობის ორნაირი გახანგრძლივება განიხილება - მოქმედ კონტრაქტში ავტომატური გახანგრძლივების ოფციის გამოყენება, ან სრულიად ახალი ხელშეკრულების ერთი წლით გაფორმება.
ხელფასის საკითხი დარეგულირებული არ არის. მესის მოქმედი პირობებით დარჩენა აღარ სურს, რადგან ასე ის კილიან მბაპეს ხელფასით საგრძნობლად ჩამორჩება. თუმცა, კლუბი არ არის მზად, 34 წლის არგენტინელს ყველა სურვილი შეუსრულოს.
მეტიც, „პსჟ-ში“ ყველას არ მიაჩნია, რომ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება საჭიროა. პარიზელთა ხელმძღვანელობაში ზოგს მესი, მბაპე, ნეიმარის ტრიოს ხილვა ახალ სეზონში აღარ სურთ.