დიეგო მარადონა უმცროსი: "10 ნომრიანი მაისური კვარას? ამ თემაზე აზრი არასდროს შემიცვლია"

იტალიური "ნაპოლის" გულშემატკივართა ნაწილი კვარაცხელიას ხშირად მარადონას ადარებენ და მოითხოვენ, რომ ხვიჩამ 10-ნომრიანი მაისური მოირგოს.
დიეგო მარადონა უმცროსმა ამ საკითხთან დაკავშირებით Teleclubitalia-ს ეთერში საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
"10 ნომრიანი მაისური კვარას? ამ თემაზე აზრი არასდროს შემიცვლია. მახსოვს, როდესაც მე და ინსინიე 10-ნომრიან მაისურზე ვსაუბრობდით, ვუთხარი, რომ არ შემეძლო მისთვის 10-ნომრიანი მაისურის დათმობა და სურვილის შემთხვევაში 24 ნომრიანი მაისურის აღება შეეძლო.
იგივეს ვიტყოდი კვარაზეც. მას შეუძლია ნებისმიერი მაისური აიღოს, გარდა 10 ნომრისა.
გავიმეორებ, რომ 10 ნომრიანი მაისური ხელშეუხებელია." - განაცხადა მარადონა უმცროსმა.