ლუჩიანო სპალეტი: "როდესაც კვარა ჩვენთან მოვიდა, მას ეს ძარღვი არ ეტყობოდა, ახლა კი ეტყობა"
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "ტორინოსთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა 22 წლის ქართველი შემტევის შესახებ საინტერესო კონტექსტში ისაუბრა.
ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა 22 წლის ქართველი შემტევის შესახებ საინტერესო კონტექსტში ისაუბრა.
სპალეტიმ კვარა გუნდის პოლონელი ნახევარმცველის, პიოტრ ზიელინსკის შესახებ საუბრისას ახსენა.
"ზოგჯერ საჭიროა, რომ კისრის ძარღვი დაგებეროს, როგორც ეს კვარაცხელიას ჰქონდა ატლანტასთან გოლის დროს, როდესაც ყველა მოატყუა.
"ზოგჯერ საჭიროა, რომ კისრის ძარღვი დაგებეროს, როგორც ეს კვარაცხელიას ჰქონდა ატლანტასთან გოლის დროს, როდესაც ყველა მოატყუა.
როდესაც ხვიჩა ჩვენთან მოვიდა, მას ეს ძარღვი არ ეტყობოდა, ახლა კი ეტყობა და მე ასე უფრო მომწონს. ", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
ხვიჩამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.