ავტორიზაცია

როდრიგო: "სულ თამაში მინდა და ანჩელოტის ამის შესახებ ვეუბნები - სასტარტოს ფეხბურთელი უნდა ვიყო"

როდრიგო: "სულ თამაში მინდა და ანჩელოტის ამის შესახებ ვეუბნები - სასტარტოს ფეხბურთელი უნდა ვიყო"
თარიღი 18 Mar 2023, 22:03
როდრიგო გოესს მიაჩნია, რომ მადრიდის „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.

„ვცდილობ მშვიდად ვიყო. სულ თამაში მინდა და მწვრთნელს ვეუბნები, რომ უნდა ვითამაშო, მაგრამ ის სიმშვიდისკენ მომიწოდებს.

მას პატივს ვცემ, იმიტომ რომ კარგი გუნდი და კარგი ფეხბურთელები გვყავს. როცა მოედანზე ვარ, გუნდს ვეხმარები და მინდა, ძირითადის ფეხბურთელი ვიყო.

ანჩელოტისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის უდიდესი მწვრთნელია და სულ ძალიან მეხმარება.“, - აღნიშნა ბრაზილიელმა.