ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ჩემი მომავალი? გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს, მე შემიძლია აქ ცხოვრების ბოლომდე დავრჩე"

ანჩელოტი: "ჩემი მომავალი? გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს, მე შემიძლია აქ ცხოვრების ბოლომდე დავრჩე"
თარიღი 18 Mar 2023, 22:23
კარლო ანჩელოტიმ „რეალში“ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„ეს შეფასება კლუბმა უნდა გააკეთოს. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ ამ კლუბში დარჩენა ცხოვრების ბოლომდე შემიძლია, მაგრამ ეს შეუძლებელია. გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს.

თუ კლუბს მოუნდება, რომ აქ დავრჩე, ამით ვისიამოვნებ. თუ მოუნდებათ, რომ სამი თვით დავრჩე, ამითაც სიამოვნებას მივიღებ. თუნდაც ჩემთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება მოისურვონ, ესეც სიამოვნებას მომანიჭებს.“, - აღნიშნა იტალიელმა.

ანჩელოტის „რეალთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას გაუშვებენ, თუ ვერც ლა ლიგას და ვერც ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს.