ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "ანჩელოტი არის ადამიანი, რომელმაც მომცა ის, რაც იქამდე ძალიან მაკლდა"

ლევანდოვსკი: "ანჩელოტი არის ადამიანი, რომელმაც მომცა ის, რაც იქამდე ძალიან მაკლდა"
თარიღი 18 Mar 2023, 22:34
რობერტ ლევანდოვსკიმ მის შედეგიანობაში კარლო ანჩელოტის დამსახურება გამოარჩია.

ისინი ერთად 2016-2017 წლებში თამაშობდნენ. ახლა პოლონელი „ბარსელონაში“ თამაშობს, იტალიელი კი „რეალს“ წვრთნის.

„კარლო ის ადამიანია, რომელიც თავდაჯერების მოპოვებაში დამეხმარა. მან მომცა ის, რაც, ალბათ, არ მყოფნიდა და მომცა თავდაჯერება, რომელიც იქამდე მაკლდა.

ის შესანიშნავი ადამიანია, მუდამ შენზე ზრუნავს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - იყოს კარგი ადამიანი და არა უბრალოდ სულ ტაქტიკაზე ილაპარაკოს.

ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეგიძლია ენდო. მას შეგიძლია მიჰყვე. მას აქვს ყველაფერი, რაც ფეხბურთშია საჭირო.“, - აღნიშნა ლევანდოვსკიმ.