ავტორიზაცია

სალაჰმა შესაძლოა ლივერპული დატოვოს და ლა ლიგაში გადავიდეს

სალაჰმა შესაძლოა ლივერპული დატოვოს და ლა ლიგაში გადავიდეს
თარიღი 19 მარ 2023, 15:21
Footmercato-ს ცნობით, "ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი კლუბის დატოვებას განიხილავს.

წყაროს ცნობით, 30 წლის ეგვიპტელისთვის პრიორიტეტული ვარიანტი ესპანურ ლა ლიგის კლუბში გადასვლაა.

სალაჰი "ლივერპულში" 2017 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

თავდამსხმელს "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

Transfermarkt.com-ი ფეხბურთელის ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს.