ავტორიზაცია

ბოლო 16 წლის მანძილზე პირველი - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი დიდებული მიღწევა ევროპის ტოპ-ჩემპიონატში

ბოლო 16 წლის მანძილზე პირველი - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი დიდებული მიღწევა ევროპის ტოპ-ჩემპიონატში
თარიღი 19 მარ 2023, 23:50
ხვიჩა კვარაცხელია უკანასკნელი 16 წლის მანძილზე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპ-ლიგაში 10+10-ით გამოიჩინა თავი.

„ნაპოლის“ ქართველი შემტევის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში უკვე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

დღეს მან „ტორინოსთან“ შეხვედრაში ჯერ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი ნდომბელეს მეოთხე გოლი გაატანინა და „ნაპოლიმ“ დამაჯერებლად 4:0 იმარჯვა.

უკანასკნელი, ვინც წამყვანი ევროპული ლიგის პირველ სეზონში ხვიჩას მსგავსი შედეგი დააფიქსირდა - ბრაზილიელი დიეგო იყო, რომელმაც „ვერდერის“ მაისურით 2006/07-სეზონში 13 გოლი და 13 საგოლე პასი მიითვალა.