ავტორიზაცია

სად წავა ოსიმენი? - ნიგერიელმა პრიორიტეტული ვარიანტები გამოკვეთა

სად წავა ოსიმენი? - ნიგერიელმა პრიორიტეტული ვარიანტები გამოკვეთა
თარიღი 20 მარ 2023, 12:08
"ნაპოლის" ცენტრფორვარდი ვიქტორ ოსიმენი მზად არის სხვა ევროპულ კლუბში გადავიდეს. ამის შესახებ Goal.com-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ნიგერიელი ფეხბურთელი დაინტერესებულია ინგლისის პრემიერ ლიგაში ძალების მოსინჯვით, სადაც მის მიმართ ინტერესს "ჩელსი" და მანჩესტერ "იუნაიტედი" იჩენენ.

ასევე, ოსიმენი უარს არ ამბობს კარიერის მიუნხენის "ბაიერნში" გაგრძელების ვარიანტზე.

24 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.