ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ბარსელონას ფეხბურთელის საქციელით უკმაყოფილოა

მადრიდის რეალი ბარსელონას  ფეხბურთელის საქციელით უკმაყოფილოა
თარიღი 20 მარ 2023, 16:06
გუშინ, ესპანეთის ლა ლიგაში "ბარსელონას" და "რეალის" დაპირისპირება კატალონიური გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

The Athletic-ის ცნობით, მადრიდული კლუბი კატალონიური გუნდის ერთ-ერთი მოთამაშის საქციელით უკმაყოფილო დარჩა. 

საუბარია ნახევარმცველ გავიზე. "ბლანკოსის" ბანაკში მიაჩნიათ, რომ თამაშის დროს გავის საქციელი ზოგჯერ არასპორტული იყო.

"ბარსელონამ" პრინციპულ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ "რეალთან" უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა.