ავტორიზაცია

ჯენარო გატუზო: "იტალიური და ინგლისური გუნდების შედარება? პრემიერ ლიგა არის NBA"

ჯენარო გატუზო: "იტალიური და ინგლისური გუნდების შედარება? პრემიერ ლიგა არის NBA"
თარიღი 20 მარ 2023, 17:00
"ნაპოლის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო თვლის, რომ პრემიერ ლიგის და სერია A-ს შედარება უადგილოა, რადგან ისინი სრულიად განსხვავებული ჩემპიონატებია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იტალიური ფეხბურთი აღარ არის კატენაჩოს პროდუქტი.

იტალიურ გუნდებთან თამაში რთულია. ინგლისურ კლუბებთან შედარება კი შეუსაბამოა - ეს სხვა სამყაროა. პრემიერ ლიგა არის NBA. ”, - განაცხადა გატუზომ. 

სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ იტალიური გუნდები 20 წელზე მეტია ვერ ყიდულობენ ძლიერ მოთამაშეებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქცენტი კეთდება ახალგაზრდა ფეხბურთელებზე.