კარიმ ბენზემამ განვლილი კლასიკოსთვის ესპანური გამოცემისგან 10-ბალიანი სისტემით 0 შეფასება მიიღო
ესპანურმა გამოცემა AS-მა „რეალის“ ფეხბურთელებს „ბარსელონასთან“ 1:2 წაგებული მატჩისთვის ქულები ჩამოურიგა.
ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩში „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ „რეალს“ 2:1 ისე მოუგო, რომ მატჩში მადრიდული გუნდი დაწინაურდა.
„რეალის“ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შეფასება ტიბო კურტუას ერგო, 10-დან 9.
8 ქულით შეფასდა ვინისიუს ჯუნიორის ასპარეზობა, 6-6 ქულა მიიღეს ედერ მილიტაომ და ცვლილებაზე შემოსულმა დანი სებალიოსმა, როდრიგომ და მარკო ასენსიომ.
ანტონიო რუდიგერი, კამავინგა და ჩუამენი 5 ქულით „დასაჩუქრდნენ“, ნაჩო ფერნანდესი და ტონი კროოსი კი - 4.
3-3 ქულა მიიღეს დანი კარვახალმა, ფედე ვალვერდემ და ფერლან მენდიმ. ყველაზე დაბალი შეფასება კი კარიმ ბენზემამ მიიღო - 0.