ავტორიზაცია

ბარსელონას დაცვის ლიდერმა გუშინდელ კლასიკოში ტრავმა მიიღო და 2-3 კვირას გამოტოვებს

ბარსელონას დაცვის ლიდერმა გუშინდელ კლასიკოში ტრავმა მიიღო და 2-3 კვირას გამოტოვებს
თარიღი 20 Mar 2023, 22:25
„ბარსელონას“ დაცვის ლიდერმა, რონალდ არაუხომ, „რეალთან“ გუშინდელ კლასიკოში ტრავმა მიიღო.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა, დღეს გამოკვლევა ჩაიტარა, რომელზეც მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა დაუდასტურდა.

AS-ის ინფორმაციით, არაუხოს 2-3 კვირა გაუცდება. „რეალთან“ მატჩს ის დისკომფორტით ამთავრებდა.

შედეგად, არაუხო ურუგვაის ნაკრებს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება და სავარაუდოდ, მოედანს 5 აპრილს, „რეალთან“ თასის საპასუხო ნახევარფინალში დაუბრუნდება.
ტოპ კომენტარი
0
21 Mar 2023, 01:03
AS-ის ინფორმაციით, არაუხოს 2-3 კვირა გაუცდება. „რეალთან“ მატჩს ის დისკომფორტით ამთავრებდა.