ავტორიზაცია

სიტი, რეალი და ლივერპული - ცნობილია, რომელს აქვს ბელინგემის შეძენის ყველაზე მცირე შანსი

სიტი, რეალი და ლივერპული - ცნობილია, რომელს აქვს ბელინგემის შეძენის ყველაზე მცირე შანსი
თარიღი 20 მარ 2023, 22:32
„ლივერპულის“ შანსები ჯუდ ბელინგემის შეძენისთვის მცირდება - „რეალს“ და „მან სიტის“ მოლაპარაკებებში უფრო მტკიცე პოზიცია უკავიათ.

ბოლო დროს „ლივერპული“, „სიტი“ და „რეალი“ ინგლისელისთვის იბრძოდნენ. თუმცა, „დორტმუნდს“ ფეხბურთელთან კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ აქვს ჩაწერილი და არც მისი გაშვება სურს. ამიტომ, ბელინგემის ტრანსფერი საკმაოდ ძვირი დაჯდება.

The Athletic-ის ინფორმაციით, ბელინგემის გადაბირება ადვილი არავისთვის არ იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები შანსი მისი შეძენის „ლივერპულს“ აქვს, რაც მისი ფასიდან გამომდინარეობს.

მერსისაიდული კლუბი არ აპირებს აუქციონში მონაწილეობას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ლივერპული“ ბრძოლას გამოეთიშა. მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ და „მან სიტის“ პოზიციები უფრო მტკიცეა.