ავტორიზაცია

ბარსელონა ხავის ახალ კონტრაქტს უმზადებს

ბარსელონა ხავის ახალ კონტრაქტს უმზადებს
თარიღი 21 მარ 2023, 13:51
"ბარსელონა" მთავარ მწვრთნელ ხავისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, იტყობინება Marca.

წყაროს ცნობით, კატალონიელები 43 წლის ესპანელთან ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებენ. 

სპეციალისტი "ბლაუგრანაში" 2021 წლიდან მუშაობს. მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

26 ტურის შემდეგ ბარსელონა ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 68 ქულით პირველ ადგილზეა.