ავტორიზაცია

ჯანლუიჯი ბუფონი: "ოსიმენსა და კვარაცხელიასთან ერთად ეს გუნდი ისეთ თამაშს აჩვენებს, როგორიც იტალიაში არასდროს გვინახავს"

ჯანლუიჯი ბუფონი: "ოსიმენსა და კვარაცხელიასთან ერთად ეს გუნდი ისეთ თამაშს აჩვენებს, როგორიც იტალიაში არასდროს გვინახავს"
თარიღი 21 მარ 2023, 17:24
სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერის "ნაპოლის" შესახებ ჯანლუიჯი ბუფონმა ილაპარაკა.

"პარმას" მეკარემ ნეაპოლური გუნდის ასპარეზობის გარდა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"სპალეტიმ რომაში მუშაობის წლებშიც დაამტკიცა, რომ რაღაც განსხვავებული ჰქონდა. ამბობენ, რომ სეზონის კონკრეტულ ეტაპზე მისი გუნდები ფორმას კარგავენ, მაგრამ ამის არ მჯერა.

ოსიმენსა და კვარაცხელიასთან ერთად ეს გუნდი ისეთ თამაშს აჩვენებს, როგორიც იტალიაში არასდროს გვინახავს. რაღაც მსგავსი ალბათ სარის ნაპოლიში იყო, მაგრამ ამ ნაპოლით უფრო აღფრთოვანებული ვარ.

ჩემი აზრით, ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე წილისყრაში გაუმართლა, რადგან იტალიური გუნდი შეხვდა. ვფიქრობ, ნაპოლის შეუძლია ფინალში გასვლა და ეს თუ მოხდება, ბედნიერი ვიქნები. ",- თქვა ბუფონმა.