ახალი რეკორდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში - კვარაცხელიას ფასი გაიზარდა
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა იტალიის სერია A-ში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.
ცვლილება საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.
22 წლის ქართველი ფეხბურთელის ფასი 25 მილიონით გაიზარდა და 85 მილიონ ევროს შეადგენს. რაც ქართველ ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.
შედეგად კვარა სერია A-ში ვიქტორ ოსიმენის შემდეგ, მეორე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი