პსჟ რამოსსს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, მაგრამ მხოლოდ ხელფასის დაკლებით - სერხიოს პოზიცია ცნობილია
„პარი სენ-ჟერმენი“ სერხიო რამოსის სათამაშო დონით კმაყოფილია და მისი შენარჩუნება სურს.
ესპანელ მცველს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
Marca-ს ინფორმაციით, პარიზელები 36 წლის ესპანელის თამაშით კმაყოფილები არიან. თუმცა, ფინანსური ფეირ-პლეის და ლეო მესის პოტენციური ახალი კონტრაქტის გამო, დიდი ალბათობით, რამოსს ახალი ხელშეკრულებით იმაზე ნაკლებ ხელფასს შესთავაზებენ, ვიდრე ის ახლა იღებს.
უახლოეს კვირებში მხარეებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით შეხვედრა გაიმართება. თავად მცველს ლიგა 1-ში სურს დარჩენა.
მიმდინარე სეზონში რამოსმა ლიგა 1-ში 24 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა.