დანი სებალოსი: "ჰოლანდის წინააღმდეგ თამაში ესპანეთის ნაკრების 90%-ს უნდოდა"
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში ესპანეთი ნორვეგიას უმასპინძლებს.
ნორვეგიის ნაკრებში მისი მთავარი ვარსკვლავი, თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი არ ითამაშებს.
ამ თემაზე კომენტარი ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა დანი სებალოსმა გააკეთა.
„ამოვისუნთქე, როცა გავიგე, რომ ჰოლანდი ჩვენთან არ ითამაშებდა? ამის შესახებ საუზმეზე გავიგეთ.
„ამოვისუნთქე, როცა გავიგე, რომ ჰოლანდი ჩვენთან არ ითამაშებდა? ამის შესახებ საუზმეზე გავიგეთ.
მე მინდოდა მეთამაშა ჰოლანდის წინააღმდეგ, ჩვენი გუნდის 90%-ს იგივე სურვილი ჰქონდა. მაგრამ გუნდის 10%-ს, ცენტრალურ მცველებს, არ სურდათ მის წინააღმდეგ თამაში. “, - თქვა სებალოსმა.