ავტორიზაცია

ლობოტკა: "გატუზოსგან განსხვავებით, სპალეტის სჯერა ჩემი"

ლობოტკა: "გატუზოსგან განსხვავებით, სპალეტის სჯერა ჩემი"
თარიღი 22 მარ 2023, 02:47
"ნაპოლის" სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის ლუჩიანო სპალეტის ნდობა მას ზრდაში ეხმარება.

"გატუზოსგან განსხვავებით, სპალეტის სჯერა ჩემი, მას აქვს ჩემი ნდობა, ადრე ასე არ იყო და ახლა ვცდილობ ამის წყალობით გავიზარდო.

რეალურად, ნაპოლისგან ასეთ სეზონს არ ველოდი. ალბათ არც არავინ ელოდა. მოხარული ვართ, რომ სეზონი ასე ვითარდება და კარგად გამოვდივართ, ეს ფანტასტიკურია. “, - თქვა ლობოტკამ.

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ლობოტკამ "ნაპოლის" შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.