სიომინი: "რუსმა ფეხბურთელებმა კვარაცხელიასგან მაგალითი უნდა აიღონ"

მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიაში მეორე ადგილზე გადასვლას გამოეხმაურა.
„ხვიჩის მეორე ადგილი იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა რეიტინგში და ეს აბსოლუტურად დამსახურებულია.
„ხვიჩის მეორე ადგილი იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა რეიტინგში და ეს აბსოლუტურად დამსახურებულია.
მან თავისი გამორჩეული თამაშით დაამტკიცა, რომ უმაღლეს ამ ყველაფერს იმსახურებს. ვფიქრობ, მისგან მაგალითი ყველამ, მათ შორის რუსმა ფეხბურთელებმაც უნდა აიღონ: ყველაფერი შესაძლებელია, თუ ბევრს იმუშავებ. “, - განაცხადა სიომინმა.
22 წლის გარემარბმა იტალიურ კლუბში მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt კვარაცხელიას ამ დროისთვის 85 მილიონ ევროდ აფასებს. 2022 წლის ნოემბერში ფეხბურთელის ღირებულება 60 მილიონი ევრო იყო.
22 წლის გარემარბმა იტალიურ კლუბში მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.