ავტორიზაცია

ჟირუ: "მბაპე ლორისისგან განსხვავებული კაპიტანი იქნება"

ჟირუ: "მბაპე ლორისისგან განსხვავებული კაპიტანი იქნება"
თარიღი 23 Mar 2023, 00:09
ოლივიე ჟირუს მიაჩნია, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის როლს კარგად ერგება.

24 წლის შემტევმა სამკლაური უგო ლორისისგან გადაიბარა, მას შემდეგ, რაც გოლკიპერი ნაკრებიდან წავიდა. ვიცე-კაპიტანი ანტუან გრიზმანი გახდა.

„მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი ლიდერია. კილიანს უფრო მეტი მოვალეობა ექნება და ის ამით სიამოვნებას იღებს. ის უგო ლორისისგან განსხვავებული კაპიტანი იქნება.

მბაპე ახალ და ძველ თაობებს აკავშირებს. მე მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ ნაკრების წინ წაყვანაში.“, - აღნიშნა „მილანის“ და ნაკრების ფორვარდმა.