ავტორიზაცია

მაურიციო სარის მიმართ ინტერესს სამი გუნდი იჩენს

მაურიციო სარის მიმართ ინტერესს სამი გუნდი იჩენს
თარიღი 23 Mar 2023, 13:53
"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდი შეიცვალოს. 

Il Messaggero-ს ცნობით, სპეციალისტის მომსახურებით სამი კლუბი იჩენს ინტერესს - "მილანი", "ტოტენჰემი" და "ვესტ ჰემი".

წყარო აღნიშნავს, რომ მაურიციომ შესაძლოა დატოვოს მოქმედი კლუბი, თუ მომავალ სეზონში შემადგენლობის გაძლიერების გარანტიებს არ მიიღებს. 

მისი კონტრაქტი რომაელებთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

იტალიის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ, "ლაციომ" 52 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა.