რაშფორდს კლუბის გაყიდვამდე მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტის განახლება არ სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა ამ ეტაპზე კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, იტყობინება The Sun.
წყაროს ცნობით, 25 წლის ინგლისელს მანჩესტერ "იუნაიტედის" შესაძლო გაყიდვას ელოდება.
წყაროს ცნობით, 25 წლის ინგლისელს მანჩესტერ "იუნაიტედის" შესაძლო გაყიდვას ელოდება.
გუნდის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება 5 წლით შესთავაზა, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი 50 პროცენტით გაიზრდება.
11 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერ "იუნაიტედის" ამჟამინდელმა მფლობელებმა, გადაწყვიტეს კლუბში წილები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე გაეყიდათ.
შესყიდვის მთავარი პრეტენდენტი კატარელი შეიხი ჯასიმ ბინ ჰამად ალ-თანი და ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფი არიან.
რაშფორდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რაშფორდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.