ლაპორტა: "მესიმ იცის, რომ ბარსელონას კარი მისთვის ღიაა"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბი მზადაა "პსჟ"-ს თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიურ გუნდში დააბრუნოს.
"მესიმ იცის, რომ ბარსას კარი მისთვის ღიაა, ვნახოთ - უნდა ვიპოვო გზა, რომ გავაუმჯობესო ლეოსა და ბარსელონას შორის არსებული ურთიერთობა. ", - განაცხადა ლაპორტამ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესიმ ლაპორტასთან ურთიერთობა დაასტაბილურა და მზადაა კატალონიურ კლუბში დაბრუნდეს.
მესი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.