ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბაიერნმა ნაგელსმანი დაითხოვა და ტუხელი დანიშნა

ოფიციალურად: ბაიერნმა ნაგელსმანი დაითხოვა და ტუხელი დანიშნა
თარიღი 24 მარ 2023, 21:44
მიუნხენის „ბაიერნმა“ მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.

გერმანიის ჩემპიონმა იულიან ნაგელსმანი, რომელსაც კონტრაქტი 2026 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა და თომას ტუხელთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმა.

დღეს, „ბაიერნის“ ბორდსა და ნაგელსმანს შორის შეხვედრა შედგა, რომელზეც ხელმძღვანელობამ მას ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად შეატყობინა.

გუშინ, ინფორმაციების გავრცელებისთანავე ნაგელსმანი ძალიან გაკვირვებული დარჩა, დღეს კი - საშინლად იმედგაცრუებული.

გუნდში მუშაობას ტუხელი ორშაბათიდან შეუდგება, მისი პირველი მატჩი „ბაიერნის“ სათავეში კი 1 აპრილს, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შედგება, რომელსაც ის რამდენიმე წლის წინ წვრთნიდა.